logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ეგ ლაჩარი, ტერორისტს ჩაბარდებოდა, როცა ჩემთან შეხვედრის შეეშინდა და კურდღელივით დამემალა?
- +

2 ნოემბერი. 2020. 23:46

 

 

„ზუგდიდში იმიტომ ჩავედით,  გვინდოდა, უგულავა გვენახა, რათა მისთვის ბოლომდე ჩამოგვეხსნა ნიღაბი. ჩვენს გეგმებში არავითარი ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება არ შედიოდა, უბრალოდ, უგულავას პირისპირ შევხვდებოდი და საზოგადოების გასაგონად ვეტყოდი, ვინც არის და რასაც წარმოადგენს, თუმცა, შეშინებული სოროში შეიმალა და თავის ოფისთან პატარა გოგო-ბიჭები დამახვედრა“, - ამის შესახებ „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ გენერალური მდივანმა ირაკლი შიხიაშვილმა, 21 ოქტობერს, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„უგულავას, პირველ რიგში ვეტყოდი, რომ გულის ამრევი პოლიტიკური პიარით არ უნდა დაკავებულიყო მაშინ, როცა ზუგდიდის ცენტრში ტერორისტს მძევლები ჰყავდა აყვანილი და ათობით ადამიანი სიკვდილს უყურებდა თვალებში. დიდი ამბით რომ განაცხადა – მზად ვარ, მძევლებს ჩავენაცვლოო, ვისი ჩამნაცვლებელი იყო ეგ ლაჩარი? ტერორისტს ჩაბარდებოდა, როცა ჩემთან შეხვედრის შეეშინდა და მის ოფისთან სრულიად მარტომ მისულს კურდღელივით დამემალა? ერთი სიტყვით ზუგდიდში იმიტომ ჩავედი, რომ უგულავასთვის პირში მეთქვა ბევრი რამ, რაც საზოგადოებამ მის შესახებ ჯერ კიდევ არ იცის.

 

უგულავას გავახსენებდი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს როგორ მოპარა საკუთარი პარტიის – ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებს 7 მილიონ 500 ათასი ლარი, რომელიც პარტიული აქტივისთვის უნდა დაერიგებინათ, მაგრამ უგულავამ განაცხადა – წაგებულებს ფულს არ გადავუხდიო და 7,5 მილიონი გააქრო!

 

უგულავას ასევე გავახსენებდი, როგორ წავიდა ბიუჯეტის ფულით ლას-ვეგასში საგრიალოდ საკუთარ ცოლთან და ამფსონებთან ერთად, მივლინება კი ისე გააფორმა, თითქოს, დასუფთავების სამსახურისთვის მანქანების ჩამოსაყვანად მიემგზავრებოდა. უგულავას ცოლის ლელა კილაძის სახელზე გაფორმებულ ტელეფონის ნომერზე ერთ თვეში დეპოზიტის სახით 50 ათასი ლარი იყო ჩარიცხული და გახარჯული.

 

უგულავას ასევე გავახსენებდი, მისი მეგობრის დროს როგორ გაყიდეს რიყე 10 მილიონად, ერთ თვეში კი 17 მილიონად უკან იყიდეს და 7 მილიონი გაათეთრეს.

 

და კიდევ: უგულავას გავახსენებდი, როგორ გეგმავდა სისხლიანი პროვოკაციის მოწყობას 2012 წლის სექტემბერში, რაც რამდენიმე ადამიანთან პირადი შეხვედრისას თვითონვე აქვს ნაღიარები“, - განაცხადა შიხიაშვილმა.

 

კითხვაზე - კონკრეტულად რა პროვოკაციაზე იყო საუბარი, შიხიშვილი განმარტავს:

 

„უგულავას ჰქონდა გეგმა, რომ ორთაჭალჰესის ტერიტორიაზე მომხდარიყო ორი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა შეიარაღებული დაპირისპირება, რა დროსაც სისხლი დაიღვრებოდა და ამის საფუძველზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა“ , - აღნიშნა შიხიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner