„როდესაც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, და პირველ რიგში ეუთო/ოვირმა ეჭქვეშ არ დაუყენებიათ არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც საქართველო წარმატებული არჩევნების ჩატარება მიულოცეს რეგიონალური ქვეყნების ლიდერებმა, აშშ-ის საელჩომ, რომლის ელჩიც თვად ესწრებოდა საარჩევნო პროცესს, შენ არჩევნების შედეგების არცნობით რისი დამტკიცება გსურს?“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.
„წინასწარ წაგებულ თამაშს ან იდიოტები ან მარიონეტები თამაშობენ!
ის რაც ოპოზოციურ ველზე ხდება, ყველაზე კარგად გარე შემფასებლებიდან, ბუნდესტაგის მრჩეველმა, სონია შიფერსმა აღწერა, როდესაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა "ყოფილი პრეზიდენტის განაცხადი, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ბელორუსთან შედარებაზე „რეალობის სრულ დაკარგვაზე მეტყველებსო“.
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რეალობის დაკარგვაზე, უკრაინაში რეფორმების ჩაფლავებაც მიუთითებს, თუმცა ეს მაინც ერთი საკითხია. არჩევნების ბოიკოტირება და პარლამენტში არშესვლაზე ერთ ხმაში გაკეთებული განცხადებები, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის არათუ რეალობის დაკარგვაზე, არამედ მათ სრულ მარიონეტიზაციაზე უფრო მიუთითებს!
როდესაც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, და პირველ რიგში ეუთო/ოვირმა ეჭქვეშ არ დაუყენებიათ არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც საქართველო წარმატებული არჩევნების ჩატარება მიულოცეს რეგიონალური ქვეყნების ლიდერებმა, აშშ-ის საელჩომ, რომლის ელჩიც თვად ესწრებოდა საარჩევნო პროცესს, შენ არჩევნების შედეგების არცნობით რისი დამტკიცება გსურს?
ამ სამპროცენტიანი პარტიების გამკვირვებია, რას აპროტესტებენ, რა არჩევნების წინა პერიოდში რომელი ერთი, თუნდაც ოპოზიციური მედიით ჩატარებული კვლევით ჰქონდათ ამ მაჩვენებლებზე მეტი? რა ან ლელოს ან ვაშაძე ჟუნიორს 10 % იანი რეიტინგები ჰქონდათ და დააკლეს რამე?
ან "ოცნების" მიღებულ პროცენტში რა არის გასაკვირი, თუნდაც "ედისონ რესირჩის" კვლევით იგივე შედეგი არ იყოს ნავარაუდები?
სწორედ ე.წ შალიკოს ფანჩატურში შერეკვით დაკარგეს მათ ხმები, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშეს.
"პროდასავლურობას" რომ აწვებიან, როდესაც არჩევნების ლეგიტიმურობა ცნო მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, ახლა ვის თამაშს თამაშობენ არჩევნების ბოიკოტირებით?
ახლა არ მითხრან ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ვიბრძვითო. არჩევნების გამყალბებლები, კარუსელების დედები და მამები, საარჩევნო ყუთების და ადამიანების გამტაცებლები მაგ ფლანგზე კარგად მოიკითხეთ!
დაანებეთ თავი ამ ანტისახელმწიფოებრიობის თამაშს ან წადით ბიძიკოებო სახლში, მაინც არაფერი არ გამოგივათ და არც პოლიტიკაა თქვენი საქმე! დღეს კალენდარზე 2021 წელია და არა 2003 წელი.
წინასწარ წაგებულ თამაშს ან იდიოტები ან მარიონეტები თამაშობენ!“, - წერს ცუცქირიძე.