გარდაცვლი ექს-პრემიერის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე- ჟვანია სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.
„მანდატებს რომ ყრიან თავის ამომრჩეველს ჰკითხეს?“, - წერს ჟვანია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ.