logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიციის განაცხადი - სანამ მე არ მომაგებინებთ, მანამდე ატარეთ არჩევნებიო, არასერიოზულია
- +

3 ნოემბერი. 2020. 01:06

 

არჩევნებიო, არასერიოზულია

 

"უზენაეს გადაწყვეტილება იღებს ხალხი. ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს არჩევნებზე. ეს არჩევნები აღიარეს საერთაშორისო, ნეიტრალურმა, ობიექტურმა დამკვირვებლებმა და თავად ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ პროცესი მიდიოდა აბსოლუტურად გამჭვირვალე, სამართლიან თავისუფალ გარემოში“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი სესიაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.  მისი თქმით, ოპონენტებმა პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ხალხის არჩევანს

 

„მე წავაგე, არ მომწონს და ამიტომ კეთილი ინებეთ, მოდით ისევ არჩევნებზე, სანამ მე არ მომაგებინებთ, მანამდე ატარეთ არჩევნები, ეს არასერიოზულია.

 

ოპონენტებისთვის ეს არის საბაბი, რადგან აქ მთავარი არის, რა არის მათი პოლიტიკური მიზანი. მათი პოლიტიკური მიზანია არა რეალურად არჩევნებმა რა შედეგი მოგვცა, არამედ მათ პირდაპირ აქვთ პოლიტკური მიზანი ძალაუფლებისკენ.

 

თუ საკუთარ თავს ეძახი პოლიტიკოსს, ყოველთვის მზად უნდა იყო დიალოგისთვის, ამის გარეშე პლურალური საზოგადოება ვერ შედგება. ჩვენ და ოპონენტებმაც, პირველ რიგში, ხალხს უნდა ვცეთ პატივი და მათ არჩევანს უნდა ვცეთ პატივი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner