რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსი ელჩებისა და მუდმივი წარმომადგენლების თათბირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ქმედებები ძირს უთხრის არსებულ სამხედრო პარიტეტს.
მისი თქმით, რუსეთს მუდმივად ადანაშაულებენ სამხედრო აქტივობაში, თუმცა, სინამდვილეში, მოსკოვი სამხედრო ქმედებებს მხოლოდ „საკუთარ ტერიტორიაზე" ახორციელებს.
მოსალოდნელია, რომ ვარშავის სამიტზე NATO-ს ლიდერები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების გაგზავნის გეგმას დაამტკიცებენ.