logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ქმედებები ძირს უთხრის არსებულ სამხედრო პარიტეტს
- +

30 ივნისი. 2016. 17:38



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა რუსი ელჩებისა და მუდმივი წარმომადგენლების თათბირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ქმედებები ძირს უთხრის არსებულ სამხედრო პარიტეტს.



მისი თქმით, რუსეთს მუდმივად ადანაშაულებენ სამხედრო აქტივობაში, თუმცა, სინამდვილეში, მოსკოვი სამხედრო ქმედებებს მხოლოდ „საკუთარ ტერიტორიაზე" ახორციელებს.



მოსალოდნელია, რომ ვარშავის სამიტზე NATO-ს ლიდერები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების გაგზავნის გეგმას დაამტკიცებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner