logo_geo
eng_logo
აშშ-ში დღეს რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
- +

3 ნოემბერი. 2020. 10:24

 

 

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.  ამერიკელმა ხალხმა არჩევანი  მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და  ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჯო ბაიდენს შორის უნდა გააკეთოს.  

 

„ბიბისის“  ინფორმაციით, 97 მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა.

 

1960 წელს ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, პირველი საარჩევნო უბანი დიქსვილ-ნოტჩის დასახლებაში გაიხსნება. თბილისის დროით 15:00 საათზე საარჩევნო უბნები მენის, კონექტიკუტის, ნიუ-იორკის და ვირჯინიის შტატებში გაიხსნება, ხოლო 16:00 საათზე კი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის სხვა შტატებში.

 

გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner