logo_geo
eng_logo
ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა
- +

30 ივნისი. 2016. 17:40



თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, აქედან 19 უცხოელია. საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 94 დაშავებული.



ეფკან ალამ დაადასტურა, რომ აეროპროტზე თავდასხმაში მონაწილე სამივე თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებია.



მისივე თქმით, პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ ტერაქტი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner