თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, აქედან 19 უცხოელია. საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 94 დაშავებული.
ეფკან ალამ დაადასტურა, რომ აეროპროტზე თავდასხმაში მონაწილე სამივე თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
მისივე თქმით, პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ ტერაქტი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.