logo_geo
eng_logo
ავსტრიის შს მინისტრი: მოხდა თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე, ამას არ ავიტანთ
- +

3 ნოემბერი. 2020. 11:02

 

 

„ეს არის თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე, ეს არის ჩვენი დაყოფის არაადეკვატური მცდელობა, ჩვენ ამას არ ავიტანთ, ამას შედეგები მოჰყვება, ჩვენ გამოვცადეთ ისლამისტი ტერორისტების თავდასხმა“, – ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

 

მინისტრმა დაადასტურა, რომ მოკლული თავდამსხმელი კარგად იყო შეიარაღებული და მას ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა სხეულზე დამაგრებული.

 

მან  პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

2 ნოემბერს ვენის ცენტრში სროლა იყო. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო.  ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 7 პირის გარდაცვალების შესახებ, რაც არ დადასტურდა.

 

თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე კი ძებნა მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner