-
+
3 ნოემბერი. 2020. 11:02
„ეს არის თავდასხმა ჩვენს ღირებულებებზე, ეს არის ჩვენი დაყოფის არაადეკვატური მცდელობა, ჩვენ ამას არ ავიტანთ, ამას შედეგები მოჰყვება, ჩვენ გამოვცადეთ ისლამისტი ტერორისტების თავდასხმა“, – ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერმა განაცხადა.
მინისტრმა დაადასტურა, რომ მოკლული თავდამსხმელი კარგად იყო შეიარაღებული და მას ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა სხეულზე დამაგრებული.
მან პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
2 ნოემბერს ვენის ცენტრში სროლა იყო. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 7 პირის გარდაცვალების შესახებ, რაც არ დადასტურდა.
თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე კი ძებნა მიმდინარეობს.
წყარო :