logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: სააკაშვილის გარშემო გაერთიანებულ ძალებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში, ხალხს რყევებსა და რევოლუციას სთავაზობენ
- +

3 ნოემბერი. 2020. 12:10

 

 

„თუ ხელისუფლება შეძლებს თავისი ხმების დაცვას, რიგგარეშე არჩევნები აღარ იქნება საჭირო. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ბოიკოტის უკან სააკაშვილი დგას, ეს აშკარაა. მე არ ვიცი, რა მოხდება, ეს ძალები როგორ გადანაწილდებიან, ვინ ვისთან იამხანაგებს, მაგრამ მათ ბრძოლას ერთადერთი აზრი აქვს - როგორმე პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს, რომელიც, ვფიქრობ, განწირულია მარცხისთვის, რადგან ქართველი საზოგადოება ახლა, როდესაც კავკასიას ცეცხლი უკიდია, რევოლუციურ სცენარს არ დაუშვებს. ახლა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დროა“, - პოეტი დავით მაღრაძე 2020 წლის არჩევნების შედეგებსა და მოსალოდნელ პროცესებზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

 

როგორც მაღრაძე აღნიშნავს, სააკაშვილის გარშემო გაერთიანებულ ძალებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედებენ და ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში, ხალხს ხვალინდელ მშვიდობიან დღეს კი არა, რყევებსა და რევოლუციას სთავაზობენ.

 

მისი თქმით, ეს პასუხისმგებლობა ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, ისევე როგორც ის, თუ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს ასეთი განწყობებითა და დამოკიდებულებით. მგონი, ამის ახსნა არ მჭირდება, რა ინტერესები აქვს ჩრდილოელ მეზობელს.

 

„მას მუდმივად გააქტიურებული აქვს საცეცები, მაგრამ ყარაბაღის ომის პარალელურად საქართველოში დაძაბულობა მისთვის ბევრად ხელსაყრელია. ადვილი მისახვედრია, რომ მისი განზრახვა კეთილი არ იქნება და არეულ საქართველოში ყველაფერს უფრო ადვილად გააკეთებს. ასე რომ, რევოლუციური სცენარი მიხეილ სააკაშვილის ინტერესია, მშვიდობა და განვითარება კი - საქართველოს ინტერესი. ისე, ივანიშვილიც შეწუხებულია ხელისუფლებაში ყოფნით, ამ ტვირთის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს. სააკაშვილიც შეწუხებულია, ოღონდ იმიტომ, რომ არ არის ხელისუფლებაში და თავის უპასუხისმგებლო აღვირახსნილობას ვერ იკმაყოფილებს. რადგან „ოცნების“ შეცდომებზე ვისაუბრეთ, პლიუსებზეც მინდა ვთქვა - მან შეძლო პანდემიისა და დაანონსებული რევოლუციის ფონზე დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner