„ყველა დასავლურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა გარდა კრემლისა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მართლაც ბრავო, ბრავო და ბრავო, ბ-ნო ბიძინა ივანიშვილო! გაშიფრა ყველა! ნახეთ, ყველა დასავლურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა გარდა კრემლისა და აქაური ე.წ. ოპოზიციისა!
დასკვნა თქვენთვის მომინდვია!“ -წერს გვენეტაძე.
ცნობისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ.