„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი ოპოზიციის გადაწყვეტილებას, უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ქართველი ხალხის დაკვეთა იყო: „არცერთი ნაცი პარლამენტში!“. ჰოდა, თუ მართლა არ შევლენ, გადასარევი ამბავი იქნება - ერთხელ მაინც ხომ უნდა შეასრულონ ხალხის დაკვეთა? პოზიტივს მაინც ვერ შეიტანენ საპარლამენტო ცხოვრებაში და დესტრუქციისთვის ქუჩაში ირბინონ, ჯობია!“ - წერს ნაცვლიშვილი.