logo_geo
eng_logo
„მოსკოვი უახლოეს პერიოდში თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად ზომებს მიიღებს“
- +

30 ივნისი. 2016. 17:46



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ელჩებისა და მუდმივი წარმომადგენლების თათბირზე განაცხადა, რომ თურქეთმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა, ამიტომ უახლოეს პერიოდში მოსკოვი, ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად ზომებს მიიღებს.



როგორც იცით, გუშინ ამ ქვეყნის პრეზიდენტთან შედგა საუბარი. ისიც ცნობილია, რომ ანკარამ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა. ამის გათვალისწინებით, ვაპირებთ უახლოეს მომავალში ზომების მიღებას, ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენის მიზნით", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.



დასავლური მედიის ცნობით, ანკარაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაი ერდოღანს რუსეთისთვის ბოდიში არ მოუხდია, არამედ 2015 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის გამო მწუხარება გამოთქვა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner