logo_geo
eng_logo
ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილი ჩრდილოეთმაკედონიელი მამაკაცია
- +

3 ნოემბერი. 2020. 14:40

 

 

ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილი ჩრდილოეთმაკედონიელი 20 წლის მამაკაცია. ავსტრიული გამოცემა, „კრონენ ცაიტუნგის“ ინფორმაციით, თავდამსხმელს ავსტრიის მოქალაქეობაც ჰქონდა, იყო ნასამართლევი და საპატიმროდან 2019 წლის დეკემბერში გათავისუფლდა.

 

ეჭვმიტანილი ავსტრიაში ტერორისტული ჯგუფის შექმნისთვის იყო გასამართლებული.

 

ავსტრიული მედია წერს, რომ სისხლისღვრამდე ცოტა ხნით ადრე, თავდამსხმელმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი ხელმძღვანელის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაიშის წინაშე ფიცი დადო.

 

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ფოტოსურათები აღმოაჩინეს, სადაც ეჭვმიტანილი პისტოლეტით, მაჩეტეთი და „კალაშნიკოვის“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითაა გადაღებული.

 

თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner