„ხელი მოაწერეთო, - გვარამია რომ მიმართავდა გუბაზს და ნიკანორს... თითქმის ის იყო - „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, იმ განსხვავებით, რომ ჯერ ერთმანეთი დახოცეს, მერე ხელი მოაწერეს და მერე ისევ დახოცეს ერთმანეთი“, - ამის შესახებ For.ge-ის რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „მთავარი არხის“ ეთერში, გადაცემის მსვლელობისას ნიკა მელიას და გუბაზ სანიკიძის დაპირისპირებას.
„მელიას გუშინდელი ტექსტები, ჟესტები, მიმიკა, ანუ, ერთი სიტყვით - ქცევა, ყველაფერი მიმართული იყო სააკაშვილის წინააღმდეგ. მელია, ჩვენ თვალწინ, ყალიბდება ნაციონალების ლიდერად და თუ ვინმეს არ აწყობს მეორე ტური, ეს სწორედ ნიკანორ მელიაა.
რატომ? ძალზედ მარტივია: მეორე ტურში ყველგან, მათ შორის გლდანშიც, ნაცები დამარცხებისთვის არიან განწირულნი, ასე კი, მეორე ტურის ბოიკოტით, ერთადერთი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმების რაოდენობით აჯობა, ნიკა მელიაა.
„მამლუქი“ მახსენდება:
- ვინ იყო ის მეომარი, მტერს რომ...
- ვინ იყო ის ათისთავი, მოწინააღმდეგეს რომ...
- ვინ იყო ის ასისთავი, მოღალატეებს რომ...
და, შეძახილები: „მაჰმუდი, მაჰმუდი...“
ტიპმა ამდენი ხანი სამაჯური ატარა, მერე მოიხსნა და, თან, არც მოიხსნა, მანამდე პარლამენტს შტურმით იღებდა და რადგან ნაცლიდერებიდან მხოლოდ მას მოსთხოვეს პასუხი, ჩაითვალა, რომ იგი ერთადერთი, ასე ვთქვათ, საველე მეთაურია. საველე მეთაურობიდან პოლიტიკურ ლიდერობამდე კი ერთი ნაბიჯია, მით უმეტეს იქ, სადაც პოლიტიკური პროცესები ველზე მიმდინარეობს.
გუბაზ სანიკიძე არ არის ის ტიპაჟი, დამოუკიდებლად რომ შევიდეს ბრძოლაში. ამდენად, გვარამიას საქათმეში მოწყობილი მისი გუშინდელი დემარში უკრაინიდან ნაკარნახევი (ან, ნაბრძანები) მგონია.
სააკაშვილი ეჭვიანობს!!!
საქათმეში გუშინ მყოფმა ქათმებმა აშკარად იცოდნენ, რაც ხდება და ამიტომაც იყვნენ გასუსულნი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩარკვიანის ქალის კაკანი აუცილებლად გადაფარავდა მელია-სანიკიძის კრიახს.
დუმდნენ მგოსანისა და მეწისქვილის ქალიშვილები, დუმდა ოქუაშვილის ჩხეიძე, დუმდა სურამელაშვილის სამნიძე...
როცა მამლები ძიძგილაობენ, დედლები დუმან, თუმცა, მამლებს და დედლებს ერთი საერთო სახელი აქვთ - ქათმები.
ამ ყველაფრის შემხედვარე, უკვე ნათელია, რა შთაბეჭდილებით დაბრუნდებოდნენ საკუთარ ოფისში ნულპროცენტიანი გიგი უგულავა, სამპროცენტიანი ბადრი ჯაფარიძე და სხვები.
ვინ-ვინ და, ყველაზე კარგად მათ იციან, რომ არჩევნები არ გაყალბდა, მეტი აქტივობის პირობებში კი, მთელი ეს ხროვა უფრო დიდი კატასტროფის წინაშე დადგებოდა.
ეს მეტი აქტივობა მეორე ტურშია მოსალოდნელი და გარდაუვალი დამარცხების შემდეგ ნიკანორ მელიას სანუკვარ ოცნებას ოპოზიციის ლიდერობაზე დიდი და მსუქანი წერტილი დაესმება.
ახლა საკითხავი ის არის, ვინ ურჩევნია ლიდერად და წინამძღოლად გვარამიას საქათმეში შეკრებილ საზოგადოებას - აქ მყოფი ახალგაზრდა, ნაკლებად დისკრედიტირებული ნიკანორ მელია თუ უკრაინაში გადახვეწილი, ყოველმხრივ გაკოტრებული სააკაშვილი თავისი ფულადი და მედია რესურსებით.
მაგრამ, აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთია, რა ურჩევნიათ ერთნაირსქესიან ხათუნა სამნიძეს და მრავალსქესიან გუბაზ სანიკიძეს, და მეორე - ვინ სურს რუსეთს.
თუმცა, საბოლოოდ ყველაფერს მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ამომრჩეველთა კოლეგია გადაწყვეტს“, - წერს იაკობაშვილი.