„სასწრაფოდ არის შესაცვლელი დაფინანსების პრინციპები და მიზნები, სასწრაფოდ!!!“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლატარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება პარტიების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.
„ხელფასების, მივლინებებისა და ა.შ. გასავალის გარდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს დაახლოებით 13 მილიონ ლარს.
რატომ უნდა ვუხადოთ ამხელა თანხა იმ პარტიას, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს?
სასწრაფოდ არის შესაცვლელი დაფინანსების პრინციპები და მიზნები, სასწრაფოდ!!!“ - წერს ლატარია.
ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არალეგიტიმურად აცხადებენ არჩევნების შედეგებს.