logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ყანაში რომ წასულიყო და თოხი აეღო, უფრო მეტი პროცენტულობით, დიდი დაფასება ექნებოდა
- +

3 ნოემბერი. 2020. 16:42

 

 

„გუბაზ სანიკიძე ყანაში რომ წასულიყო და თოხი აეღო, უფრო მეტი პროცენტულობით ძალიან დიდი დაფასება ექნებოდა“, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.  მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სანიკიძეს დღეს უფრო დიდი ავტორიტეტი ექნებოდა.

 

„როდესაც გუბაზ სანიკიძე პოლიტიკიდან გავიდა და არ მოხვდა „ქართული ოცნების“ ჯგუფში, ისეთი მოქმედებები არ უნდა გაეკეთებინაა და დღეს უფრო დიდი ავტორიტეტი ექნებოდა. ყანაში რომ წასულიყო და თოხი აეღო, უფრო მეტი პროცენტულობით ძალიან დიდი დაფასება ექნებოდა.

 

პოლიტიკური ველი არ უნდა შეიქმნას აგრესიულობით, რევოლუციურობით, ყოველთვის ერთმანეთის დაპირისპირებით. თუ ჩვენ ევროპას, აშშ-ს ვედრებით, ურთიერთობის, პოლიტიკური დებატების პრეცედენტი უნდა შევქმნათ. შეიძლება ეს ცხარე იყოს, მაგრამ არა ღირსების შემლახველი და არავითარ შემთხვევაში ისეთი, რომ ერთმანეთს კბილი-კბილის სწორ ველაპარაკოთ. ნინო ბურჯანაძე დგას ისეთ ადამიანებთან, რომელიც წარსულ იდეას საერთოდ ანგრევს და არ აქვს მორალური უფლება, 26 მაისზე ილაპარაკოს, რადგან ვინც ბრძანება გასცა, იმას იცავს, ანუ გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილს. გუბაზ სანიკიძის მარაზმზე ვერ ვილაპარაკებ, რომელიც დღეს ყველაზე დიდი „მიშისტია“. ნიკანორ მელია უფრო სიმპათიას იწვევს, ვიდრე მისი მდგომარეობა“, - განაცხადა კურტანიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner