„მარტივი ტესტი: ვინც პარლამენტში შევა, გარეჯის გაყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია და პირიქით, რადგან გამყიდველებმა ზუსტად იციან, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე ციხე არ აცდებათ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა დღეს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლითაც არალეგიტიმურად აცხადებენ არჩევნების შედეგებს. ამ შეთანხმებით ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.