„ყველას ძალიან კარგად გვესმოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმდენი პოლიტიკური ღირსება, რომ მარცხი აღიაროს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კახიანის თქმით, ოპოზიცია „პოლიტიკურ ჩიხში“ შევა.
„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს აყოლილები არიან ის პარტიები, რომლებსაც შედარებით ნაკლები მხარდაჭერა აქვთ - ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაშიც კი იმყოფებიან. ვნახოთ, პროცესი მიმდინარეობს, მეორე ტურამდე კიდევ სამი კვირა არის, დარწმუნებული ვარ, იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის ლეგიტიმაცია აღიარა, ამ ფონზე, როდესაც სრულიად უსუსურ განცხადებებს ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან, პროცესების ასეთი განვითარება მათ პოლიტიკურ ჩიხამდე მიიყვანს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.