logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: ყველა საერთაშორისო პარტიორის შეფასებაში არის მოწოდება, რომ დაველოდოთ მეორე ტურს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე
- +

3 ნოემბერი. 2020. 18:19

 

 

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ პოლიტიკური ზრდის პროცესში ავითვისოთ განვითარების მორიგი ეტაპი, რაც ძალიან დიდ გარჯასა და შრომას უკავშირდება - ვისწავლოთ ერთმანეთთან კანონის ენით საუბარი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ანალიტიკოსმა, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

 

„საერთაშორისო შეფასებების პათოსი ცალსახად მიუთითებს რამდენიმე გარემოებაზე. პირველი - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ქართული პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას, ვიდრე ქართული პოლიტიკის ზოგიერთი მონაწილე. ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკური ელიტის გარკვეულ ნაწილს თავისი მიდგომები გადასახედი აქვს.

მეორე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ პოლიტიკური ზრდის პროცესში ავითვისოთ განვითარების მორიგი ეტაპი, რაც ძალიან დიდ გარჯასა და შრომას უკავშირდება - ვისწავლოთ ერთმანეთთან კანონის ენით საუბარი.

 

ყველა შეფასებაში არის მოწოდება, რომ დაველოდოთ მეორე ტურს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე მეორე ტურის ჩატარებამდე და თუ რაიმე პრეტენზია ან დარღვევა იქნება, მხოლოდ არგუმენტაციის საფუძველზე მივმართოთ სამართლებრივ პროცედურებს. ეს ეტაპი აუცილებლად გვაქვს ასათვისებელი“, - განაცხადა ყიფიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner