logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არჩევნებში გამარჯვების „სოლიდური შანსი“ აქვს
- +

3 ნოემბერი. 2020. 18:37

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არჩევნებში გამარჯვების „სოლიდური შანსი“ აქვს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა არჩევნების დღეს ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში სატელეფონო ინტერვიუს დროს გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის არ ითამაშებს თამაშებს არჩევნებში გამარჯვების გამოცხადებასთან დაკავშირებით.

 

დონალდ ტრამპი ელოდება, რომ ე.წ. გადაუწყვეტელ შტატებში გაიმარჯვებს, რომლებზეც დიდწილად არის დამოკიდებული არჩევნების შედეგები.

 

„ვფიქრობ, ჩვენ კარგად მივდივართ ყველგან“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მისთვის გაცილებით რთული იყო ურთიერთობა ზოგიერთ „დემოკრატ“ პოლიტიკოსთან, ვიდრე რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებთან.

 

„ჩვენ საქმე გვქონდა საშინელ ადამიანებთან, როგორიცაა „შიფთი“ შიფი (ადამ შიფი), გიჟი ნენსი (ნენსი პელოსი) და მტირალა ჩაკ შუმერი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner