logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საჩივრების მასიური წერა დაიწყეს მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა არჩევნების წინასწარი შედეგები
- +

3 ნოემბერი. 2020. 19:08

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს ის არასწორი საარჩევნო ოქმები წარუდგინა, რომლებშიც შეცდომები „ქართული ოცნების“ კანდიდატების ოპონენტების სასარგებლოდ არის დაშვებული. მდინარაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეცდომები მექანიკურია, რადგან ვინმე განზრახ რომ უნდოდეს ოქმის გაყალბებას, ამას თავის საზიანოდ არ გააკეთებდა. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ შესწორების ასობით ოქმი წინა არჩევნების დროსაც დაიწერა, თუმცა მაშინ ამას არავინ აპროტესტებდა.

 

„როდესაც მიმდინარეობდა ხმის დათვლის პროცედურა, პრაქტიკულად საჩივრები არ შედიოდა საოლქო კომისიებსა და უბნებზე და ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც გაკეთდა დღეს და გუშინ განცხადებები. საჩივრების მასიური წერა დაიწყეს მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა წინასწარი მონაცემები და იმ თემით სპეკულირება, რაც წარმოადგენს ჩვეულებრივ პრაქტიკას და ასეთი ასობით მაგალითი არსებობს წინა არჩევნების შემთხვევაში და ასეთი ასობით ოქმი არსებობს, ამ ოქმებზე სპეკულირება და მანიპულირება არასწორად შესწორების ოქმებზე დაიწყეს მხოლოდ წინასწარი შედეგების გაცნობის შემდეგ.

 

ჩვენ ვაწყდებით უამრავ არასწორ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება ჩვენი ოპონენტებისა და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან. ყველას მოვუწოდებ, რომ ყველამ გადადგას თითო ნაბიჯი სიმართლისთვის, და არა საკუთარი სუბიექტური ინტერესებისთვის. თუ ვინმე გამოაჩენს ოქმს, მისი შესწორების ოქმიც იქვე, ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული, და ისიც გამოაქვეყნოს. თუ ვინმე ყალბ ინფორმაციას გაავრცელებს, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაქცია და გამოვაქვეყნებთ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ დამალეს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოქმი განზრახ არის არასწორად შევსებული, ამისთვის არსებობს სამართლებრივი მექანიზმები“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner