logo_geo
eng_logo
ნიკა მელიას ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმდა, თუმცა 70 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
- +

3 ნოემბერი. 2020. 20:05

 

 

ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა, თუმცა 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური დაუმაგრეს, თუმცა მან სამაჯური სამაჯური 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, საჯაროდ, მოიხსნა. გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner