logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: თუ სააკაშვილი ჩამოვა, ის წავა ციხეში
- +

3 ნოემბერი. 2020. 21:30

 

„სააკაშვილი უკვე მერვე წელია, ეუბნება თავის ამომრჩევლებს, რომ ეძებს საშუალებებს და გზებს საქართველოში დასაბრუნებლად. ისინიც, მისი მოწმეები, ელოდებიან მის გამოცხადებასა და მეორედ მოსვლას, მაგრამ ეს მეორედ მოსვლა არ დგება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„სააკაშვილი უკვე მერვე წელია, ეუბნება თავის ამომრჩევლებს, რომ ეძებს საშუალებებს და გზებს საქართველოში დასაბრუნებლად. ისინიც, მისი მოწმეები, ელოდებიან მის გამოცხადებასა და მეორედ მოსვლას, მაგრამ ეს მეორედ მოსვლა არ დგება. ხან ზღვას გადაცურავს, ხან გვირაბს გათხრის, ბოლოს კი მაინც ვერ ჩამოდის, იმიტომ იმის წარმოდგენაც კი არ შეუძლია, რომ ერთი დღე მაინც გაატაროს პატიმრობაში და მიიღოს ის, რასაც კანონის მიხედვით იმსახურებს. ამიტომ, თუ სააკაშვილი ჩამოვა, ის წავა იქ, სადაც მისი ადგილია - ციხეში“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

2 ნოემბერს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის „მთავარი არხის“ ეთერში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner