იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 28 244 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 353 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 759 829 შემთხვევა დადასტურდა, 39 412 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 302 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.