logo_geo
eng_logo
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისტორიაში პირველად მაორი ქალი გახდა
- +

3 ნოემბერი. 2020. 22:13

 

 

ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაურმა ჯასინდა არდერნმა საგარეო საქმეთა მინისტრად ქვეყნის აბორიგენი მოსახლეობის - მაორის წარმომადგენელი ქალი დანიშნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, 4 წლის წინ ნანაიუ მახუტუ ქვეყნის პარლამენტში პირველი ქალი გახდა. მას ნიკაბზე მაორის ტრადიციული ტატუ აქვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უინსტონ პიტერსი ასევე მაორის წარმომადგენელი იყო.

 

ამასთან, ახალი ზელანდიის ახალ პარლამენტში ადგილების თითქმის ნახევარს ქალები დაიკავებენ. დეპუტატების 10% ლგბტქ+ თემის წარმომადგენელია. ასევე გეია ქვეყნის ახალი ვიცე-პრემიერი გრანტ რობერტსონი.

 

ოქტომბერში არდერნის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო და ამომრჩეველთა ხმების 49,1% მიიღო. პარტიის წევრებმა 120 მანდატიდან 64 მიიღეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner