ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაურმა ჯასინდა არდერნმა საგარეო საქმეთა მინისტრად ქვეყნის აბორიგენი მოსახლეობის - მაორის წარმომადგენელი ქალი დანიშნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 4 წლის წინ ნანაიუ მახუტუ ქვეყნის პარლამენტში პირველი ქალი გახდა. მას ნიკაბზე მაორის ტრადიციული ტატუ აქვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უინსტონ პიტერსი ასევე მაორის წარმომადგენელი იყო.
ამასთან, ახალი ზელანდიის ახალ პარლამენტში ადგილების თითქმის ნახევარს ქალები დაიკავებენ. დეპუტატების 10% ლგბტქ+ თემის წარმომადგენელია. ასევე გეია ქვეყნის ახალი ვიცე-პრემიერი გრანტ რობერტსონი.
ოქტომბერში არდერნის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო და ამომრჩეველთა ხმების 49,1% მიიღო. პარტიის წევრებმა 120 მანდატიდან 64 მიიღეს.