logo_geo
eng_logo
ალჟირის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

3 ნოემბერი. 2020. 22:16

 

 

ალჟირის პრეზიდენტს, აბდელმაჯიდ ტებუნს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

75 წლის პოლიტიკოსი სამკურნალოდ ერთი კვირის წინ გერმანიაში გადაიყვანეს. მას შემდეგ რაც მისი ადმინისტრაციის წევრებს კორონავირუსი დაუდგინდა, ტესტირება აბდელმაჯიდ ტებუნსაც ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

 

აბდელმაჯიდ ტებუნი პრეზიდენტად გასული წლის 13 დეკემბერს აირჩიეს. მისი წინამორბედი, აბდელაზიზ ბუტეფლიკა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან 2 აპრილს გადადგა, რის შემდეგაც თანამდებობა დროებით აბდელქადერ ბენსალაჰმა დაიკავა. ბუტეფლიკას გადადგომას წინ მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner