logo_geo
eng_logo
თითქმის ორი საუკუნის შემდეგ პირველად, ათენში მეჩეთი გაიხსნა
- +

3 ნოემბერი. 2020. 22:21

 

 

დაახლოებით 180 წლის შემდეგ, საბერძნეთის დედაქალაქში მეჩეთი კვლავ გაიხსნა, - ამის შესახებ Anadolu წერს.

 

მეჩეთი თითქმის 15 წლის განმავლობაში შენდებოდა. ათენში მე-19 საუკუნის შემდეგ, მუსლიმებისთვის არც ერთი სამლოცველო არ ფუნქციონირებდა და ამ დრომდე, ათენი ევროპის ერთადერთი დედაქალაქი იყო, სადაც მეჩეთი არ არსებობდა.

 

მეჩეთის წინამძღოლი (იმამი) მაროკოული წარმოშობის, საბერძნეთის მოქალაქე, 49 წლის ზაკი მუჰამედი იქნება. მეჩეთი სოციალური დისტანციის დაცვით გახსნეს.

 

ათენში მეჩეთის აშენება 2006 წელს გადაწყვიტეს და მშენებლობის ბიუჯეტად €887,000 განისაზღვრა, თუმცა ამას მემარჯვენეთა პროტესტი მოჰყვა და მშენებლობის პროცესი თითქმის 15 წელი გაჭიანურდა.

 

1821 წლიდან, მას შემდეგ, რაც საბერძნეთი ოსმალეთის იმპერიას გამოეყო, ქვეყანაში არსებული მეჩეთები გადააკეთეს ან დაანგრიეს. ამის შემდეგ, საბერძნეთი მეჩეთების სიმცირით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო. საბერძნეთში მუსლიმ მორწმუნეთა უფლებების უგულებელყოფაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი ვერდიქტიც მეტყველებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner