logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: მსურს, თეთრ სახლს წესიერება და ღირსება დავუბრუნო
- +

3 ნოემბერი. 2020. 22:51

 

 

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი არჩევნების დღეს პენსილვანიის შტატში თავის მშობლიურ ქალაქს, სკრენტონს ეწვია.

 

მხარდამჭერებთან შეხვედრისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლისთვის ღირსების დაბრუნება სურს.

 

„მსურს, თეთრ სახლს წესიერება და ღირსება დავუბრუნო“, - განაცხადა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა.

 

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.

 

ბოლო მონაცემებით, 100 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა. ბოლო გამოკთხვის თანახმად, გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს ამომრჩევლების 51%, ხოლო დონალდ ტრამპს კი 43% უჭერს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner