logo_geo
eng_logo
მეტეოროლოგების თქმით, 2016 წელი ყველაზე ცხელი იქნება
- +

30 ივნისი. 2016. 18:21

 

 

2013 წლის ბოლოს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ზედაპირი ყოველ 40 წელიწადში 1 გრადუსით თბება.


 დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუაწლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს.

 


2014 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ: „ზუსტად არავინ იცის, რა მოხდება, თუ დათბობა გაგრძელდება, მაგრამ ის კი ვიცით, რომ დედამიწაზე ამინდი ნამდვილად შეიცვლება. ხმელეთიდან  მეტი წყალი აორთქლდება, რაც მიწის გამოშრობას გამოიწვევს. ოკეანეებთანაც იგივე პრობლემა იქნება. ამას კი  მეტი წვიმა და,  შესაბამისად, სანაპირო რეგიონების დატბორვა მოჰყვება. კლიმატის ცვლილების შედეგად მოხდება ცხოველებისა და მცენარეების ნაწილის მიგრაცია ახალ ადგილებზე, ნაწილი კი გადაშენდება. გლობალური დათბობის შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს. თუმცა არსებობს გლობალური დათბობის შენელების ბევრი ხერხიც, რაზეც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ერთად მსჯელობს".


გაეროს განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წელი ყველაზე ცხელ წლად არის მიჩნეული.


მეტეოროლოგიის მსოფლიო სააგენტოს წარმომადგენლის კლერ ნულისის განმარტებით, მაისი რიგით მეთორმეტე თვეა, რომელმაც ჰაერის ტემპერატურის უმაღლესი მაჩვენებლების მიხედვით რეკორდი დაამყარა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner