logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის რაღაც ტომი, რომელიც ბელადის დაკრულზე ცეკვავს
- +

4 ნოემბერი. 2020. 00:16

 

ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებენ სააკაშვილის დავალებით, აზიანებენ ქართულ სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. მას მიაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და საქართველოს პარტნიორებმა არჩევნების შედეგები აღიარეს, პროცესისთვის ჩრდილის მიყენება სხვაგვარადაც შეიძლება.

 

„არის პრესა, არის საზოგადოება, რომელიც ნაკლებად არის ამაში გათვითცნობიერებული, არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ევროპარლამენტარები, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ ეს ყველაფერი, რაც აქედან მოდის, ეს ღვარძლი და ბოღმა, იმიტომ რომ ისევ ქართულ საზოგადოებას ავნონ და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ერთადერთი მიზანი, ეს არის ერთადერთი შედეგი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

ის ოპოზიციის უარს პარლამენტში შესვლაზე სამარცხვინო თამაშს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კვირას, როცა მათ ამომრჩეველს შორის უკმაყოფილების მუხტი ყველაზე მაღალი იყო, მათ ბევრი დემონსტრანტის შეკრება ვერ შეძლეს.

 

„ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის რაღაც ტომი, რომელიც ბელადის დაკრულზე ცეკვავს. რა ოპოზიცია ეს არის?“ - განაცხადა კინორეჟისორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner