შვეიცარიაში ვენის თავდასხმასთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ციურიხის კანტონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 და 24 წლის მამაკაცები ქალაქ ციურიხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვინტერტურში დააკავეს.
ამჟამად გამოძიება სწავლობს დაკავებულების ვენის თავდასხმასთან შესაძლო კავშირს.
გამოძიების ფარგლებში შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური და ფედერალური პოლიცია ავსტრიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.