logo_geo
eng_logo
იოახიმ გაუკი: პრეზიდენტი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჩემთან ვიზა-ლიბერალიზაციის თემაზე არ ულაპარაკია
- +

30 ივნისი. 2016. 18:24



გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კითხვაზე განაცხადა:



ბატონი პრეზიდენტი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჩემთან ამ თემაზე არ ულაპარაკია, იმიტომ რომ იცის, რომ გერმანიის პრეზიდენტს არა აქვს ოპერატიული ამოცანები, კონკრეტულ პოლიტიკაში ის არ მონაწილეობს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ ვიცით, რამდენად ინტენსიურად აყენებს ქართული მხარე ამ საკითხს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკომისიამ თავისი ანგარიში წარმოადგინა. მე ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება საბჭოს და ევროპარლამენტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმას, რომ მე პოლიტიკურ პოზიციას ამასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ. მე ოპერატიული პოლიტიკის საკითხებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, ამითი ჩავერეოდი პარლამენტის და მთავრობის საქმიანობაში. ჩვენ უნდა გამოვძებნოთ გზები იმისთვის, რომ მეტი სტაბილურობა შევქმნათ", - განაცხადა იოახიმ გაუკმა.



იოახიმ გაუკი მიიჩნევს, რომ „ბრექსიტის" შედეგად შექმნილი რთული ვითარება საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე არ აისახება.



პროგრესი, რომელიც ევროკომისიამ დაადგინა, მართლაც უნდა გადაიზარდოს ვიზა-ლიბერალიზაციაში", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner