აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი არჩევნების დღეს მშობლიურ ქალაქში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.
პენსილვანიის ქალაქ ჯო ბაიდენმა ის სახლი მოინახულა, სადაც ბავშვობა გაატარა და მისაღები ოთახის კედელზე წარწერა დატოვა:
„ამ სახლიდან თეთრ სახლამდე, უფლის წყალობით“.
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი სკრენტონში მხარდამჭერებსაც შეხვდა.
„კარგია სახლში ყოფნა“, – აღნიშნა ბაიდენმა მათთან შეხვედრისას.
მანამდე ყოფილმა ვიცეპრეზიდენტი ოჯახთან ერთად დელავერის კათოლიკურ ეკლესიაში სასულიერო მსახურებას დაესწრო და ოჯახის გარდაცვლილი წევრების საფლავები მოინახულა.
ამჟამად აშშ-ში გახსნილია ყველა საარჩევნო უბანი. ყველაზე გვიან საარჩევნო უბნები ალიასკასა და ჰავაის კუნძულებზე გაიხსნა. შესაბამისად, იქ საარჩევნო უბნები ყველაზე ბოლოს დაიკეტება, კერძოდ კი თბილისის დროით დილის 10:00 საათზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 100 მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა.