ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 502 პირს ჩაუტარდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 124 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან 104-ს აქვს COVID-19-ის დიაგნოზი. 23 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 29 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 17 ადამიანი გაწერეს.
საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 4426 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2430 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 45 კი დაიღუპა.