მასალა:
0,5 კგ ქამა სოკო; 1 თავი ხახვი; 300 გრ ქათმის ფილე; 2 კიტრი; 2 კვერცხი; 1 კოლოფი სიმინდი; მაიონეზი; მარილი; პილპილი.
მომზადება:
სოკო გაარჩიეთ, დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. მოშუშვისას დაამატეთ ცოტა მარილი და პილპილი. ხახვი დაჭერით და ოქროსფრამდე მოხრაკეთ. მოხარშეთ ქათმის ხორცი და კვერცხი.
ხორცი, კვერცხი და კიტრი კუბებად დაჭერით. სიმინდი გადაწურეთ. ყველა ინგრედიენტი სასალათეში მოათავსეთ და აურიეთ. შეაზავეთ მაიონეზით, მარილით, პილპილით და კიდევ ერთხელ აურიეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ქინძი ან კამა, ახალი კიტრი კი შეცვალოთ კიტრის მწნილით.