„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციას" წევრი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ სულხან მოლაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველამ გაწირა.
„მწუხარებით შევიტყვე სულხან მოლაშვილის, სრულიად ახალგაზრდა კაცის დაღუპვა საფრანგეთში. ადამიანურად მიმაჩნია, რომ იგი ნამდვილი მსხვერპლია და არა მხოლოდ იმ რეჟიმისა, ვინც იგი საპყრობილეში ჩასვა და იქ ჯოჯოხეთი გამოატარა.
სულხან მოლაშვილი ასევე მსხვერპლია იმ კაცის, ვინც იგი 2000-იანების დასაწყისიდან გალიონის ფიგურად წინ წამოსწია - რომ შეეჩერებინა თავიდან ზ. ჟვანიასთან ერთად შექმნილი, შემდგომ კი მასთანვე დაპირისპირებული ახალგაზრდა რეფორმატორული გუნდის ძლევამოსილი გაჭრა სახელისუფლებო ბერკეტებისკენ.
„შევარდნაძე უდრის კორუფციას", დაიწერეს მათ თავიანთ პლაკატზე. ამ გუნდის რეალურად შეჩერება იმ 70 წელს გადაცილებულ კაცს მართლა უნდოდა თუ არა, დღეს ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, თუმცა ეს ბევრისთვის იმ გადასახედიდან ასე ჩანდა.
სამწუხაროდ, სულხან მოლაშვილს ეს „დიდი პოლიტიკოსი" თავის საყრდენად და მხარდამჭერად ეგულებოდა. ის კი რაღაც მომენტში გაურიგდა „ვარდების რევოლუციონერებს", ხელისუფლება უდრტვინველად გადააბარა მათ, გადაინაცვლა კრწანისის რეზიდენციის იდილიაში, სულხანი კი შეატოვა მომავალი რეჟიმის ხახადაღებულ ლომს.
სულხან მოლაშვილი, რომელმაც მოიგო სტრასბურგის სასამართლო, ფეხებზე დაიკიდა დღევანდელმა ხელისუფლებამაც.
ამიტომაც არის სულხან მოლაშვილი ადამიანი, რომელიც ყველამ გაწირა. ჩვენგან თანაგრძნობას იმსახურებენ გაწირული ადამიანები.
გაანათლოს ღმერთმა", - წერს გამსახურდია.