ავტორი თეა ფირცხალავა
გონზე ვერ მოვსულვარ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელთან მიჭრილი და მიშასგან გზააბნეული ახალგაზრდები ვიხილე, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქველმოქმედ ადამიანთან და ქართულ პოლიციასთან „შებრძოლება“ - 1989 წლის 9 აპრილს მომხდურ საბჭოთა არმიასა და მის ტანკებთან შებრძოლებას გაუთანაბრეს. იმ დღეს მივხვდი, რომ ეს არის არა მხოლოდ განათლების პრობლემა, არამედ ოჯახის ინსტიტუტის, როგორც ასეთის, სრული კრიზისი. სამწუხაროდ, ან იქნებ საბედნიეროდაც, იმ ახალგაზრდებს არ ახსოვთ მიშას რეჟიმის სისასტიკე... ამიტომ...
„ნაციონალების“ მიერ დაჟინებით გამეორებული ფრაზები: "წარსულზე ნუ ისაუბრებთ", "რა დროს წარსულია", "წარსულზე საუბარი მოგვბეზრდა" და ა.შ. მხოლოდ მიშას და „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამს წყალს.
არ ვისაუბროთ კი არა, პირიქით, ამაზე უნდა ვისაუბროთ ყოველ დღე და უნდა ვისაუბროთ ყველა ტელევიზიის და მასმედიის სხვა საშუალებების მეშვეობით, რათა მოხდეს ამ კრიმინალური გაერთიანების მხილება და გაუფასურება - მათგან გაბრუებული ახალგაზრდების თვალში, მით უფრო მაშინ, როდესაც ამაზე არ ესაუბრებიან მათი მშობლები, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, მიშას ეტრფიან და ნაციონალების რეჟიმს მისტირიან...
და არა მხოლოდ უნდა ვისაუბროთ, არამედ, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, ხშირად უნდა ვაჩვენოთ მიშას რეჟიმის ამსახველი კადრები, რათა დაბნეულმა ახალგაზრდებმა თვალნათლივ დაინახონ, რა დანაშაული მიუძღვის მიშას საქართველოს და მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წინაშე... ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რა ხდებოდა მიშას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორ აუპატიურებდნენ პატიმრებსა და მათთვის არასასურველ პირებს, როგორ წამლავდნენ და ხვრეტდნენ მაღალი ჩინის პოლიტიკოსებს და პატრიოტ მოღვაწეებს, როგორ ექცეოდნენ ღირსეულ ოფიცრებს, როგორ ხოცავდნენ უდანაშაულო ახალგაზრდებს, როგორ ყრიდნენ გვამებს სახურავებსა და ზღვაში, როგორ აღბეჭდავდნენ ფირზე ადამიანების პირად ცხოვრებას, როგორ იყენებდნენ ზონდერ-ბრიგადებს არჩევნების გაყალბებისა და მათზე ასი თავით მაღლა მდგომი ქართველი ვაჟკაცების ღირსების შელახვის მიზნით, უნდა ავუხსნათ მათ, როგორი ჟინით ცდილობდა მიშა ახალგაზრდებში გარყვნილების, ძალადობის, ღალატის, ჩაშვების, დაბეზღების და სხვა მანკიერებების წახალისებას, ხშირად უნდა შევახსენოთ, რამდენი უდანაშაულო ადამიანი ელოდებოდა დაჭერას, ნარკოტიკის ჩადებას, წამებას, გაუპატიურებას და „ჩაწყობილი" გაუპატიურების სცენების გამოაშკარავების მუქარით, მათგან საარჩევნო ხმების მიღებას, ახალ-ახალ ჩაშვებებზე დათანხმებას, ბიზნესის და ქონების წართმევას, სიკვდილსაც კი... უნდა გავაგებინოთ ახალგაზრდებს, როგორ ხმარდებოდა ბიზნესმენების მიერ პროკურატურის სპეც-ანგარიშებზე იძულებით გადარიცხული თანხები მიშას და მისი დამქაშების ღრეობებს, აღვირახსნილობებს, როსკიპებში სიარულსა და ორგიებს, ხოლო ფარულად გადაღებული სექსუალური აქტების ამსახველი კადრები - ჭკუასუსტი და სექსუალური მანიაკის, მიშა სააკაშვილის ვნებების დაკმაყოფილებას. ახალგაზრდებს ხშირად უნდა შევახსენოთ, რა რაოდენობის ტერიტორიები დაკარგა ჩვენმა სამშობლომ მიშას დიდი მეცადინეობით და როგორ დაამახინჯა დილეტანტმა და უგემოვნებო სააკაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის ბაგრატის ტაძარი... ახალგაზრდებს უნდა მოვუყვეთ, როგორ ანადგურებდა პოლიგლოტი, მაგრამ უწიგნური მიშა სააკაშვილი მეცნიერებას, როგორ "ჩარეცხა" ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანები, როგორ გვაკარგვინებდა ხეპრე უკრაინელი - მიშა სააკაშვილი და მისი გუნდი დავითგარეჯს....
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაგებინოთ ჩვენს ახალგაზრდებს, რომ საქართველოში ორჯერ ნაპრეზიდენტელი მიშა სააკაშვილი არის უსამშობლო წარმონაქმნი, რომელმაც თავისი ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რომ მას ფეხებზე ჰკიდია არა მხოლოდ საქართველო, მისი მოსახლეობა, ისტორია, კულტურა და ახალგაზრდები, არამედ საკუთარი ოჯახიც.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლისთანავე ხალხს და, ალბათ, იმ ახალგაზრდების მშობლებსაც, სურდათ ეხილათ "სასწაული"... ამიტომ მივმართავ ყველას და, განსაკუთრებით, ბატონი ბიძინას სახლთან მიმხტარ ახალგაზრდებს:
ჩემო ძვირფასებო, „სასწაული“ უკვე მოხდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უფალმა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ეს ერთ-ერთი უბადლო ქველმოქმედი, პოლიტიკურ ომში ჩააბა 2011 წელს, დაათმენინა რა მას ათასი შეურაცხყოფა, შური და უმადურობა და მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი მონაგარი მიშა სააკაშვილის რეჟიმისგან გაეთავისუფლებინეთ. უფალმა მოგცათ შანსი, რომ შვებით ისუნთქოთ, იცხოვროთ თავისუფალ გარემოში და მიიღოთ სრულფასოვანი განათლება - დამშვიდებულ საქართველოში. აი, ეს იყო ნანატრი „სასწაული“, რისი შემწეობითაც ჩვენ, თქვენ და, რაც მთავარია, ჩვენი უძვირფასესი საქართველო და მისი მომავალი თაობები გადაურჩა უამრავ უბედურებას და ჯოჯოხეთში ცხოვრებას.
უფალი გვიშველის, არ გაგვწირავსო... ხშირად გსმენიათ, ალბათ... ჰოდა...
უფალს მაინც ნუღა შევაწუხებთ, უფალმა უკვე გადმოგვხედა და გვიშველა... ახლა დროა, ჩვენ, ყველამ ერთად, ავხედოთ უფალს და ბოდიში მოვუხადოთ უზომო უმადურობისთვის.