logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: მგონია, ოპოზიციიდან ვინმეს აღმოაჩნდება მხნეობა და სააკაშვილის მარადიული ტყვეობიდან თავს გაითავისუფლებს
- +

4 ნოემბერი. 2020. 02:40

 

 

პოეტმა დავით მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ იმ პოლიტიკურ ძალებზე ისაუბრა, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას აპირებენ.

 

დავით მაღრაძე იმედს გამოთქვამს, რომ პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი მაინც გაბედავს „სააკაშვილის მარადიული ტყვეობიდან“ თავის გათავისუფლებას“ და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის აღებას.

 

„მგონია, რომ, მათ შორის, ვინმეს აღმოაჩნდება მხნეობა და თავს გაითავისუფლებს სააკაშვილის მარადიული ტყვეობიდან. იქნებ, ამით თავისი კოლეგებიც დაიხსნას ამ ტყვეობიდან და თავისი ამომრჩევლის წინაშე ადეკვატური იყოს. თქვენ ამომრჩევლის წინაშე ხართ პასუხისმგებელნი და არა - სააკაშვილის. ხალხმა თქვენ სწორედ იმიტომ მოგცათ ხმა, რომ არც ხელისუფლებისკენ უნდოდა ხმის გაწვდენა და არც სააკაშვილისთვის უნდოდა ხმის მიცემა. არიან პარტიები, რომელთაც რაღაც პარალელური სამყარო აქვთ შექმნილი, რომელშიც, უზარმაზარი რეიტინგი აქვთ შექმნილი, მაგრამ ასე არაა. მე მათ არ ვგულისხმობ, მაგრამ იმ ხალხისთვის, ვინც მართლა მიიღო ხმები, თითოეული ხმა ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ვინმეს ეყოფა მხნეობა და გათავისუფლდება ამ მოჯადოებული ტყვეობიდან, რომელშიც ეს კაცი ამ ადამიანებს ამყოფებს. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ პიროვნება ხართ და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ წინაშე, ამომრჩევლის წინაშე, წარდგებით, როგორც დამოუკიდებელი, თავმოყვარე და ღირსებით სავსე პიროვნებები“ - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner