logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას ქვეყნის ინტერესები არ ადარდებს
- +

4 ნოემბერი. 2020. 03:05

 

 

ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ იმ პოლიტიკურ ძალებზე ისაუბრა, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას აპირებენ.

 

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პარტიებმა პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე უარი არ უნდა თქვან და საკუთარი იდეების მოსახლეობისთვის გასაცნობად ეს ტრიბუნა უნდა გამოიყენონ. მან იმის შესახებაც ისაუბრა, უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა ის პარტიები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს იტყვიან და აღნიშნა, რომ პარტიების დაფინანსება აუცილებელია, თუმცა, ამ დაფინანსების მისაღებად, მათაც უნდა შეასრულონ საკუთარი მოვალეობა.

 

„პარტიების დაფინანსება, ცალსახად, ძალიან მნიშვნელოვანია და ესაა დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი. მე სამ საერთაშორისო, მულტინაციონალურ კორპორაციაში ვმუშაობდი და ადამიანი ან დეპარტამენტი, რომელიც თავის მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს, ბონუსს ან ხელფასს უნახევრებენ ან კომპანიიდან უშვებენ. ადამიანები და პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ და არ შევლენ პარლამენტში, უცნაურია. გასაგებია, რომ მათ ქვეყნის ინტერესები დიდად არ ადარდებთ, მაგრამ საკუთარ ვიწროპარტიული ინტერესები ხომ უნდა ანაღვლებდეთ? 3-4-კაციანი პარტიები ახლადდაბადებული პარტიებია და, ჩემი აზრით, მათთვის, იგივე „გირჩისთვის“, „ლელოსთვის“, ძალიან დიდი წარმატებაა. არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს პარლამენტი მათთვის უფასო და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტრიბუნაა იმისთვის, რომ თავიანთი იდეები მთელ ქვეყანას გააცნონ. მაგალითად, „გირჩი“ პიროვნული თავისუფლების ერთ-ერთი მეხოტბე, ლიბერტარიანული მიმართულების პარტიაა და გუშინ ძალიან გამიკვირდა, როცა თქვეს, რომ კოლექტივი რასაც გადაწყვეტდა, იმას გაჰყვებოდნენ, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი აზრიო. ესაა საბჭოთა მიდგომა და ამ დროს, ეს პარტია სხვაგვარად პოზიციონირებდა გუშინდელ დღემდე. იგივე, „ლელო“ - პარტია, რომელსა წარმატებული ბანკირები ხელმძღვანელობენ და მათ ეფექტური ბიზნესები შექმნეს. ეს ვიცით, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ აბსოლუტურად არაეფექტური პარტიაა. ძალიან ადვილადდათვლადია, ვის რამდენი დაუჯდა პარლამენტში დეპუტატის შეყვანა. ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია, ლეგალური ციფრები დავთვალოთ. მგონი, „ლელო“ ყველაზე ზარალიანი პარტიაა, რადგან, მგონი, 3 თუ 4 კაცი შეჰყავთ და ყველგან ოფისი ჰქონდათ, ყველაგან მათი ბანერი იყო. ისინი ხშირად ამბობდნენ, რომ ინდივიდუალური ხელწერის პარტიაა. თუ ასეა, მაინცდამაინც, სხვა პარტიებს რატომ უყურებ?.. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“ - ისინი მაიც „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფი არიან. პარლამენტზე კარგი ტრიბუნა არსად მეგულება, მოამზადონ პლატფორმა იმისთვის, რომ თავიანთი იდეები კიდევ უფრო მეტ ხალხს გააგებინონ“ - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner