logo_geo
eng_logo
29 დევნილ ოჯახს საკუთარ მიწაზე სახლებს აუშენებენ
- +

4 ნოემბერი. 2020. 10:32

 

 

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

 

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე, კომისიამ 29 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია.

 

აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

 

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

 

პროექტი, 2020-2021 წლებში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner