საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში ქვეყნაში ვირუსით - 381 პაციენტია გარდაცვლილი.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46817 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2537 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -მდე გაიზარდა.