logo_geo
eng_logo
დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რესტორნებს მუშაობა 22:00 საათის შემდეგ ეკრძალებათ
- +

4 ნოემბერი. 2020. 10:12

 

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები დღეიდან 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე", - განაცხადა ცქიტიშვილმა, რომელმაც მოქალაქეებს შეახსენა, რომ თავყრილობებთან მიმართებაში ასევე მოქმედებს 10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner