logo_geo
eng_logo
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 989 თბილისში გამოვლინდა
- +

4 ნოემბერი. 2020. 11:14

 

„საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევიდან 989 თბილისში გამოვლინდა“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 ახალი შემთხვევა, აჭარა - 387, იმერეთი - 387, ქვემო ქართლი - 166, შიდა ქართლი - 133, გურია - 27, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი -33, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633 გარდაიცვალა 362 პაციენტი.

 

კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 253, კოვიდ-სასტუმროში -2 264, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner