logo_geo
eng_logo
დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
- +

4 ნოემბერი. 2020. 11:23

 

 

დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

 

როგორც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.

 

„სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, აჭარასა და დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა. ასევე დისტანციურ რეჟიმზე გადავა სასწავლო პროცესი თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ერთი მიმართულება იყო საარჩევნო უბნები, რომლებიც განთავსებულია სკოლებში და მეორე, დიდ ქალაქებში მობილობის პრევენცია. შესაბამისად, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა იმ ქალაქში, რაც ჩამოვთვალე, მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში“, – განაცხადა დგებუაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner