logo_geo
eng_logo
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შვედეთი მხარს უჭერს ევროკავშირისა და ეუთო/ოდირი-ს განცხადებებს, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული
- +

4 ნოემბერი. 2020. 11:25

 

„შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ეუთო/ოდირი-ს განცხადებებს“, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე „ტვიტერის“ გერდზე წერს.

 

შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ეუთო/ოდირი-ს განცხადებებს. განცხადებებში აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და რომ ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ჩვენ ველოდებით საჩივრების სამართლიან, გამჭვირვალე და სრულყოფილ განხილვას“, – წერს ან ლინდე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner