„შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ეუთო/ოდირი-ს განცხადებებს“, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე „ტვიტერის“ გერდზე წერს.
„შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ეუთო/ოდირი-ს განცხადებებს. განცხადებებში აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და რომ ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ჩვენ ველოდებით საჩივრების სამართლიან, გამჭვირვალე და სრულყოფილ განხილვას“, – წერს ან ლინდე.